ნუ მწერ
ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის წააგავს ხვითოს,
წუხელ ვებრძოდი ცეცხლსა და ურაგანს
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩემს უკან
აელვებული იდგა თბილისში.
ორთაჭალაში ჰყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენ, ძვირფასო, ამ გაზაფხულზე,
როგორც ყოველთვის, მოჰგავდა ხვითო“.
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის წააგავს ხვითოს,
რომ ორთაჭალამ ჩაიცვას თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩემს უკან
აელვებული იდგა თბილისში.
ორთაჭალაში ჰყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენ, ძვირფასო, ამ გაზაფხულზე,
როგორც ყოველთვის, მოჰგავდა ხვითო“.
გ ა ნ შ ო რ ე ბ ა
ყველა მოკლე და ქერა თმის ნახვით,
განმახსენდება თმები შოლტები.
როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა,
მაინც მივდივარ, მაინც გშორდები.
ასე თიშავდნენ ძველი ზღაპრები
ასფურცელასა და ოქროსთმებიანს
ქარმა დაგლიჯა ყველა აფრები,
და შენზე დარდში დამთენებია.
მგზავრი ვარ, შენზე ფიქრებს ვუნდები
და აჩრდილებთან თამაშს უვნებელს,
მე დავბრუნდები, ხო, დავბრუნდები,
მე შენი თმები დამაბრუნებენ.“
განმახსენდება თმები შოლტები.
როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა,
მაინც მივდივარ, მაინც გშორდები.
ასე თიშავდნენ ძველი ზღაპრები
ასფურცელასა და ოქროსთმებიანს
ქარმა დაგლიჯა ყველა აფრები,
და შენზე დარდში დამთენებია.
მგზავრი ვარ, შენზე ფიქრებს ვუნდები
და აჩრდილებთან თამაშს უვნებელს,
მე დავბრუნდები, ხო, დავბრუნდები,
მე შენი თმები დამაბრუნებენ.“
ს ა უ ბ რ ი ს ა ს
გავჩუმდები. თეთრი ქოჩორს,
დე, დუმილის აჩრდილებს აწვევს.
გაზაფხულზე ვესტუმრები კოჯორს,
მოვა ია და იაზე დავწერ.“
რა დავწერო? ან რას იტყვის წამი
რომ მზესავით ელვარებდეს მარადის!
შენ მითხარი, დასწერეო რამე,
გული ამბობს: არა ღირს.
რომ მზესავით ელვარებდეს მარადის!
შენ მითხარი, დასწერეო რამე,
გული ამბობს: არა ღირს.
გავჩუმდები. თეთრი ქოჩორს,
დე, დუმილის აჩრდილებს აწვევს.
გაზაფხულზე ვესტუმრები კოჯორს,
მოვა ია და იაზე დავწერ.“
შემოდგომის საღამო
ღამდება, რუხად ჩანან სახლები,
ვით აკინძული წიგნთა ტომები.
მილეულ მთვარეს სოფლის ძაღლები
უყეფენ, როგორც ასტრონომები.
დავრჩები ბნელში მე, მე მარტოსული,
მსხვერპლი დუმილის და გარინდების,
სარკეში მამხელს ჩემი წარსული
და როგორც ბალღი, ავქვითინდები.
ვით აკინძული წიგნთა ტომები.
მილეულ მთვარეს სოფლის ძაღლები
უყეფენ, როგორც ასტრონომები.
დავრჩები ბნელში მე, მე მარტოსული,
მსხვერპლი დუმილის და გარინდების,
სარკეში მამხელს ჩემი წარსული
და როგორც ბალღი, ავქვითინდები.